ყვარლის მთებს
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან ივლით გაუყრელად, ვით ჩემი გული, თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული! მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა, როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა… იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი, იგი არ იყო ძვრა გულისა მფრთხალი და მხდალი. მე […]
ელეგია
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ–კი ტანჯვით ამოძახილი ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა! ვიდექ მარტოკა… და მთების ჩრდილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება… ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!. 4 ივნისი, 1859 წ. […]
„დაე თუნდ მოვკვდე“
დაე თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან, მარამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი; რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა, მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა: იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში! შენ გიცოცხლია, როგრც უნდოდა; თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში ამაოდ ჩვენთვის არ […]
ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩინარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ–ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი, ყველა […]
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ სჭკნება, ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება. ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი, და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არი. წალკოტის შუაგულშია ის აკვანი ასვენია, და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა არავის გაუბედნია. […]

