საახალწლო მოთხრობა

I მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი, წინა–ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს–მეთქი. მე მახსოვს ეს წინა–ღამე, ეს წინა–ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ–მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, […]

ამბავად გაგონილნი

1 ერთხელ მეფე ერეკლე II მიბძანდებოდა თურმე ქალაქიდამ კახეთს და თან, რასაკვირველია, ამალა ხლებია. მზე დაწურვაზედ ყოფილა, როცა მეფე მიბძანებულა საგარეჯოს ბოლოებზედ, დაუნახავს, რომ ერთს ყანაში დიდძალი მუშა დგას და მკის. იკითხა – ეს ამოდენა მუშა ვისიაო. მოახსენეს – აქ საგარეჯოში ერთი შეძლებული გლეხია და იმისი მამითადიაო. – შაბაშ გლეხსაო, – ბრძანა თურმე და იმისი ვინაობა […]