ქართვლის დედა
(სცენა მომავალ ცხოვრებიდან) გაგვიძეღ, ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო, გაიყოლიე უმცროსნი, ვისაც თავი აქვს ცდისაო. ხ ა ლ ხ უ რ ი ს ი მ ღ ე რ ა. ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული, რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ, რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული, დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, […]

