ვიცინოთ თუ ვიტიროთ

ვგონებ, არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ასე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე. საკვირველია!.. რაც უნდა უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე, რომ ყურსაც არავის შეაბღერტინებს. არც მის მომქმედსა აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც მის მაყურებელს აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყვულად რაზედ ვექელვინებიო. ჩვენ რის ამბის მბობაც […]

მეცხრამეტე საუკუნე

ესეც პირველი დღე მეოცე საუკუნისა. ამ ახალ საუკუნეს ჯერ არა ეთქმის რა, გარდა იმისა, რომ შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთიო. წარსულმა საუკუნემ, რომელმაც დღეს გზა და ტახტი თავისი დაუთმო ახალს საუკუნესა, ბევრი რამ შესძინა ქვეყნიერობას. რაც ამ საუკუნეში მეცნიერებამ სასწაული მოახდინა, რაც განათლებულ ქვეყნების ადამიანმა სახელი და დიდება მოიპოვა, მთელს დანარჩენს თვრამეტს საუკუნეს ერთად არ უნახავს. რა […]

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!.. რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა […]