ყვარლის მთებს
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან ივლით გაუყრელად, ვით ჩემი გული, თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
ელეგია
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ–კი
„დაე თუნდ მოვკვდე“
დაე თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან, მარამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი; რომ ჩემს საფლავზედ
ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩინარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ–ცხენი,
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ სჭკნება, ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი